ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ძალიან კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან

08.05.2026 ნახვები: 334

ძალიან კარგი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და რეგიონულ პარტნიორებთან ჩვენი მჭიდრო კოორდინაცია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

„ერთიანები ვართ იმაში, რომ ირანს არასდროს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ რეგიონული სტაბილურობისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის რისკები ძალიან დიდია“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, ასევე განიხილეს ევროკავშირსა და აშშ-ის შორის სავაჭრო შეთანხმება.

„ორივე მხრიდან სრულად ერთგულები ვართ მისი განხორციელების მიმართ. ივლისის დასაწყისისთვის ტარიფების შემცირების მიმართულებით კარგი პროგრესი იქნება მიღწეული“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ცნობისთვის აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ტელეფონით ესაუბრა. ტრამპის თქმით, საუბარი შესანიშნავი იყო და ევროკომისიის პრეზიდენტი ეთანხმება, რომ ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა