თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარზე - უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით - დავადასტურეთ მზადყოფნა, წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი

ნახვები: 335 ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარზე - უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით - დავადასტურეთ მზადყოფნა, წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი

მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბრის დროს ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგი აღვნიშნეთ და უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სატელეფონო საუბრისას დაადასტურეს მზადყოფნა, რომ წინ წაწიონ ორმხრივი თანამშრომლობა და შეინარჩუნონ აქტიური კონტაქტი.

“მოხარული ვიყავი, რომ ერევანში ცოტა ხნის წინ გამართული კონტაქტების შემდეგ დიალოგი გავაგრძელე ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან.

ჩვენი დღევანდელი სატელეფონო საუბრის დროს ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგი აღვნიშნეთ და უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით.

განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ინტერაქცია. ასევე დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა, რომ წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი,” - წერს სიბიგა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა