თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

ურსულა ფონ დერ ლაიენი - დღეს ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობა სრულიად ახალ დონეზე აგვყავს

ნახვები: 323 ურსულა ფონ დერ ლაიენი - დღეს ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობა სრულიად ახალ დონეზე აგვყავს

ევროკავშირი და სომხეთი არასდროს ყოფილან უფრო ახლოს. დღეს კი ჩვენი პარტნიორობა სრულიად ახალ დონეზე აგვყავს, - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირი-სომხეთის სამიტს, რომელიც ერევანში მიმდინარეობს.

განცხადებას ავრცელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტაც და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს.

„ეს მომენტი შესაძლებელი გახდა სომხეთის მიერ ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი მიღწევების წყალობით. მათ შექმნეს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ხელშესახები სარგებელი მოეტანათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესებისა და საზოგადოებებისთვის“, - წერს კოშტა.

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი მიმდინარეობს. სამიტზე ევროკავშირს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენენ. სომხეთს კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა