ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

„ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

04.05.2026 ნახვები: 401

ევროპული სკოლამ“ „ინოვაციური სწავლების კონფერენციას 5ExLC2026“ უმასპინძლა. კონფერენცია ჩატარდა IB მსოფლიო სკოლების კავკასიისა და ცენტრალური აზიის საერთაშორისო ბაკალავრიატის მსოფლიო სკოლების ასოციაციის (CCAAIBWS) ფარგლებში.

სამი დღის განმავლობაში „ევროპული სკოლა“ გადაიქცა საგანმანათლებლო ინოვაციების ცენტრად და გააერთიანა განათლების სფეროს პროფესიონალები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

600-მდე  ადგილობრივი და ჩამოსული სტუმარი, მასწავლებლები, პედაგოგები, ექსპერტები, გამოცდილი სპიკერები,  დარგის სპეციალისტები მსჯელობდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ სიახლეებს, რომლებიც მალე სკოლებში, სასწავლებლებში პრაქტიკაში გადაინაცვლებს. მნიშველოვანი იყო იმ გამოცდილებებისა და სიახლეების გაზიარება, რომელიც თანამედროვე  ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის  ერაში  აუცილებელი, მოთხოვნადი და გარდაუვალია.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ორგანიზაციის, საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) და COGNIA-ს, ახალი ინგლისის სკოლებისა და კოლეჯების ასოციაციის (NAESC) ხელმძღვანელებმა, ასევე წამყვანმა ექსპერტებმა, სკოლის ლიდერებმა და პრაქტიკოსმა პედაგოგებმა.

ღონისძიებაზე მონაწილეებს შესთავაზეს გლობალური თანამშრომლობის, პროფესიული განვითარებისა და სწავლების თანამედროვე, ინოვაციური მიდგომების გაზიარების უნიკალურ შესაძლებლობა.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვდროდნენ საერთაშორისო განათლების სფეროს წამყვან ლიდერებს, მათ შორის:

• ფრანჩესკო ბანჩინი (CCAAIBWS-ის თავმჯდომარე)

• სოფიო ბაზაძე („ევროპული სკოლის“ გენერალური დირექტორი)

• ჰაიფ ბანიანი (IB-ის რეგიონული დირექტორი)

• ვედრანა პავლეტიჩი (IB-ის განვითარებისა და აღიარების ხელმძღვანელი)

• ჯეინ ლარსონი (CIS-ის აღმასრულებელი დირექტორი)

• ტერეზა ატუა (COGNIA-ს ვიცეპრეზიდენტი)

კონფერენციის  მრავალფეროვანმა პროგრამის ფარგლებში გაიმართა დარგის ლიდერების გამოსვლები ასევე თემატური სესიები და პანელური დისკუსიები.

ევროპულმა სკოლამ  მასწავლებელბისა და მოსწვლეების  ჩართულობით სტუმრებს ქართული კულტურის,  ტრადიცების, სამზარეულოს გაცნობის შესძლებლობაც ჰქონდათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა