მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა

ადვოკატი - გრიგოლ ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე

ნახვები: 398 ადვოკატი - გრიგოლ ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე

გრიგოლ ლილუაშვილს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე - მოვითხოვთ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას,- ამის შესახებ სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დაცვის მხარეს საქმის მასალები ჯერჯერობით არ გადასცემია.

„წარგვედგინა ბრალდება, გაჟღერდა უკვე დღეს არაერთხელ, რას ედავება პროკურატურა. აღნიშნულ ბრალდებაში გრიგოლი თავს დამნაშავედ არ ცნობს. გვქონდა გარკვეული პოზიცია. დავიწყოთ იქიდან, რომ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად, ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ საკითხებზე ესაუბრა და გამოძიებისათვის ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა. თუმცა დაგვხვდა სხვა რეალობა. ამ რეალობიდან გამომდინარე, რადგან პირდაპირ დევნა იქნა მის მიმართ დაწყებული, ვისარგებლებთ კანონით გათვალისწინებული უფლებებით, გავეცნობით სისხლის სამართლის მასალებს. შემდეგ, გვაქვს პოზიცია, რომ გამოძიებას მივცეთ სწორი, ზუსტი ჩვენება, ყველა იმ ფაქტზე, რასაც პროკურატურა ედავება.

ჯერჯერობით ჩვენ საქმის მასალები არ გადმოგვცემია, მხოლოდ მოხდა ბრალდების წაყენება. ბრალდების დადგენილება რამდენიმე ფურცლიანია, სადაც აღწერილია ქმედებები, რასაც პროკურატურა გვედავება, მაგრამ სისხლის სამართლის მასალებს არ ვიცნობთ, არ გადმოგვცემია, რომ გადმოგვეცემა და შევისწავლით, გვექნება ჩვენი მოსაზრება.

ბატონ გრიგოლს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე.

დავაყენებთ შუამდგომლობას მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ“,- განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, სახლიდან ამოღებული მასალები, საქმეში, სავარაუდოდ იქნება, თუმცა მისივე განმარტებით, ეს მასალები არ უკავშირდება სუს-ში საქმიანობს და იქ „არაფერია, გარდა პირადი ინფორმაციისა“.

„ალბათ, საქმეში იქნება [სახლიდან ამოღებული მასალები], მაგრამ ჩემი ვარაუდით, არ მგონია, სახლიდან ამოღებულ მასალებში იყოს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება. მისი პირადი, ოჯახთან დაკავშირებული მასალებია და არაფერი კანონსაწინააღმდეგო“,- განაცხადა ადვოკატმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა