მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა

კობახიძე სამართალდამცავებს მოუწოდებს, დაადგინონ, იკვეთება თუ არა დანაშაული სურსათის მაღალ ფასნამატებში

ნახვები: 370 კობახიძე სამართალდამცავებს მოუწოდებს, დაადგინონ, იკვეთება თუ არა დანაშაული სურსათის მაღალ ფასნამატებში

საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, – ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებში ფასების შედარებამ აჩვენა, რომ საქართველოში მზესუმზირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია.

მისი განმარტებით, ფასებს შორის ასეთი სხვაობა გამოწვეულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7%-დან 14%-მდე მერყეობს, მაშინ როდესაც ევროპაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 2%-ს შეადგენს. ამასთან, მისი თქმით, ევროპაში მარკეტების ოპერირების ხარჯები — მათ შორის ფართის იჯარა, შრომის ანაზღაურება და კომუნალური გადასახადები — გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში.

„კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე ბევრად მაღალია. კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2 პროცენტია. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში მარკეტების ოპერირების ხარჯები - ფართის იჯარა, შრომის ანაზღაურება, კომუნალური ხარჯები და სხვა, ბევრად უფრო მაღალია. ასევე, ძალიან მაღალია დისტრიბუტორი კომპანიების წმინდა მოგების მარჟაც, რომელიც საქართველოში, როგორც წესი, 6-იდან 13.5 პროცენტამდე მერყეობს. პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ. ამიტომ არის, რომ ხშირად ქართულ მარკეტებში მრავლად ნახავთ ისეთ უცხოურ პროდუქტს, რომელიც ქართულ კომპანიებს საზღვარგარეთ გააქვთ. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან სახელმწიფოს ინტერესი, პირიქით, ქართული წარმოების წახალისება და იმპორტის მაქსიმალურად შემცირებაა“, - თქვა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, მთავრობა აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, რათა სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირება გახდეს შესაძლებელი.

„აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ. საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული ბაზრის მოთამაშეების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

„აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ. საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ასევე, მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს,“- აღნიშნავს "ოცნების" მთავრობის მეთაური.

კობახიძის თქმითვე, „მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.

„ბოლო 5 წლის განმავლობაში, ქსელური მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. შედეგად, დღეს საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, როდესაც გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45, ხოლო ავსტრიაში 62-ია. ლოგიკურია, რომ ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება. წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მაგალითად, ესაა ე.წ. ქსელის ქეშბექი, მაღაზიაში შესვლისთვის დაწესებული საფასური, დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ა.შ. რაც მთავარია, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც, ბუნებრივია, დამატებითი ანალიზი ესაჭიროება“,- აღნიშნავს კობახიძემ ვიდეომიმართვაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა