ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია
არჩილ იაკობაშვილი - რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
ამ დროისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - ჩაერთე აქციაში
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა

ვოლოდიმირ ზელენსკი - იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზადაა

22.12.2025 ნახვები: 413

გეგმის 20 პუნქტი არსებობს - შესაძლოა, იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზად არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენი გუნდი მაიამიდან ბრუნდება. დეტალებს დღეს ღამე გაგვაცნობენ. ჩემი აზრით, ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც პირველი პროექტისთვის უნდა გაგვეკეთებინა, უკვე მზად არის. გეგმის 20 პუნქტი არსებობს. შესაძლოა, იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზად არის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა, ევროპა და აშშ უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობენ.

„ჩვენსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიების შესახებ ცალკე დოკუმენტი არსებობს. მიმაჩნია, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის კონგრესმა უნდა განიხილოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე, უკრიანის პრეზიდენტის განცხადებით, დოკუმენტების ძირითადი ნაწილი მზად არის.

„არის რაღაცები, რისთვისაც ჩვენ მზად არ ვართ. დარწმუნებული ვარ, არის რაღაცები, რისთვისაც რუსები მზად არ არიან. ახლა ამერიკელები რუსეთის წარმომადგენლებს ესაუბრებიან და შემდეგ ცნობებს მათგან მივიღებთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა