ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია
არჩილ იაკობაშვილი - რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
ამ დროისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - ჩაერთე აქციაში
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა

მათე დევიძე - ჩემი იმედი მკვდარია. მოსამართლე: რა იცით, რა გადაწყვეტილებას ვიღებ? მათე: არ მჯერა სამართლიანი გადაწყვეტილების

22.12.2025 ნახვები: 352

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულ 21 წლის მათე დევიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. ჩახნაშვილის განაჩენით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა, უცვლელი დარჩა.

სასამართლო სხდომაზე მეთე დევიძემ განაცხადა: 

„მადლობა, რომ მოხვედით. ძალიან მიყვარხართ ყველა და მეიმედებით. ბოლომდე, ისევ და ისევ.
მომივიდა ხმები, რომ დავწერო შეწყალება და გავიდე გარეთ. ბოდიში, მაგრამ სისულელეა! ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე.
მაპატიეთ, მაგრამ ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი, მაპატიეთ ამ სიტყვაზე და მიფურთხებული ჩემგან.
არ ვიცი, რანაირად გადმოვცე, მაგრამ ქვეყანაში არის კორუფციის ისეთი ქსელები, ნემსი ვერ ჩავარდება და მე ვზივარ ციხეში.
არაფერი არ დამთავრებულა. ხალხი სცემეს, დაასახიჩრეს, ყველანაირი ურთიერთობა თუ წინსვლის საფუძველი წყალს გაატანეს. რთულია ამასთან ჭიდილი, როცა არაფერი გიჭირავს ხელში, რაც გაგიმაგრებს ზურგს, გარდა ხალხისა, რომელიც, როგორც მე, შიშველი ხელებით იბრძვის. სიბინძურე ტრიალებს ქვეყანაში.
დავამთავრებ მე ახლა. ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და მას მერეც.
მე თქვენი იმედი არ მაქვს [მიმართავს მოსამართლეს]. ისეთი მარაზმია, ტყუილი და აბსურდი მიმდინარე საქმეები სასამართლოში, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს.
მეგობრებო, ალბათ დიდი ხანი ვეღარ გნახავთ. მიყვარხართ და დროებით.“
 
სიტყვის შემდეგ მათე დევიძემ სასამართლო სხდომა დატოვა. 

განაჩენის გამოცხადებას ის დასწრებია.

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს - ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა