ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია
არჩილ იაკობაშვილი - რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
ამ დროისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - ჩაერთე აქციაში
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა

ლინდსი გრემი - თუ პუტინი უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმებაზე, თამაშის წესები უნდა შევცვალოთ

22.12.2025 ნახვები: 355

ამერიკელი სენატორი „რესპუბლიკური პარტიიდან“ ლინდსი გრემი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უარყოფს სამშვიდობო შეთანხმებას, აშშ-მა უკრაინას Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები უნდა გადასცეს რუსეთში არსებულ დრონებისა და რაკეტების მწარმოებელ ქარხნებზე დასარტყმელად.

„ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობას, ვცდილობთ პუტინი მშვიდობიანი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანოთ და მან ყველა ჩვენი მცდელობა უარყო. თუ ის ამჯერადაც „არას“ იტყვის, იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი შემდეგს გააკეთებს: ხელს მოაწერს ჩემს კანონპროექტს, რუსეთს ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადებს 20 000 უკრაინელი ბავშვის გატაცების გამო და, რაც მთავარია, დააკავებს სანქცირებული რუსული ნავთობის გადამზიდ გემებს, როგორც ეს ვენესუელაში ხდება. თუ პუტინი „არას“ იტყვის, ფუნდამენტურად უნდა შევცვალოთ ჩვენი თამაშის წესები, მათ შორის Tomahawk-ის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებით, რათა მან შეძლოს რუსეთში რაკეტებისა და დრონების ქარხნებზე დარტყმა“, - აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა NBC News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, სურს იხილოს სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც შეუძლებელს გახდის რუსეთის მესამე შეჭრას უკრაინაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა