Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ჯამო: 2021 წელს მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ კოლექტიურ იმუნიტეტს ვერ გამოიმუშავებს

ნახვები: 579 ჯამო: 2021 წელს მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ კოლექტიურ იმუნიტეტს ვერ გამოიმუშავებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 2021 წელს მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ კოლექტიურ იმუნიტეტს ვერ გამოიმუშავებს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი" ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერის, სუმია სვამინატანის თქმით, ვირუსის დასამარცხებლად საჭირო ვაქცინის დოზების წარმოებასა და ადმინისტრირებას დრო დასჭირდება.

„2021 წელს მოსახლეობის კოლექტიურ იმუნიტეტს ვერ მივაღწევთ", - ამის შესახებ სუმია სვამინატანმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დაცვა, როგორიც არის სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება და ხელების დაბანა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა ერთ წელიწადში ვირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინის წარმოებას გასაოცარი პროგრესი უწოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ მათ მასობრივ გავრცელებას დრო დასჭირდება. სვამინატანმა მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა