ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია
არჩილ იაკობაშვილი - რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
ამ დროისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - ჩაერთე აქციაში
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

18.12.2025 ნახვები: 371

 

თიბისი კაპიტალი პირველი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა და უზბეკეთში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ლიცენზირებული შუამავალია.

უზბეკეთის საფონდო ბირჟის წევრის სტატუსის მოსაპოვებლად თიბისი კაპიტალმა სრულად დააკმაყოფილა ადგილობრივი რეგულაციებით განსაზღვრული მოთხოვნები. შედეგად, კომპანიამ სრული ლიცენზირება მიიღო, რაც საშუალებას აძლევს, უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე ინვესტორებს სრულფასოვნად მოემსახუროს.

ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრობა ინვესტორებისთვის ნიშნავს, პირდაპირ წვდომას კაპიტალის ადგილობრივ ბაზარზე - აქციებსა და ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიან ქაღალდებზე, როგორც პირველადი განთავსებების, ისე მეორადი ბაზრის ფარგლებში. აღნიშნული შესაძლებლობები ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კორპორატიული ინვესტორებისთვის, მათ შორის, საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომპანიებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან რეგიონული დივერსიფიკაციით.

„ტაშკენტის საფონდო ბირჟაზე თიბისი კაპიტალის წევრობა ინვესტორებს უხსნის რეალურ და ხელშესახებ ახალ შესაძლებლობებს - უფრო ფართო წვდომას უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე, მრავალფეროვან საინვესტიციო ინსტრუმენტებსა და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკაზე. ჩვენი ჩართულობით რამდენიმე ადგილობრივმა ემიტენტმა წარმატებით განახორციელა ობლიგაციების ემისია. თიბისი კაპიტალის მიზანია, მსგავს საინვესტიციო შესაძლებლობებზე წვდომა იყოს მარტივი, უსაფრთხო და გამჭვირვალე, რათა ინვესტორებმა შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი სტრატეგიების ეფექტიანად რეალიზება”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა