Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

თინა ბოკუჩავა - ევროპა იწყებს მოქმედებას იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია აღდგეს და საქართველო დააბრუნონ ევროპული, ნორმალური ცივილიზებული განვითარების გზაზე

ნახვები: 580 თინა ბოკუჩავა - ევროპა იწყებს მოქმედებას იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია აღდგეს და საქართველო დააბრუნონ ევროპული, ნორმალური ცივილიზებული განვითარების გზაზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია საგანგებო დებატის შემდეგ, საქართველოსთან დაკავშირებით - ევროპა იწყებს მოქმედებას იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია აღდგეს და საქართველო დააბრუნონ ევროპული, ნორმალური ცივილიზებული განვითარების გზაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციაში საუბარია არა ზოგად მოწოდებებზე, არამედ კონკრეტული მექანიზმის ამოქმედებაზე, რომელიც სამართლებრივ ვალდებულებას დააკისრებს ევროპის ადამიანთა უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან - „ივანიშვილის რეჟიმს”.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია საგანგებო დებატის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობდით. საუბარია არა ზოგად მოწოდებებზე, არამედ კონკრეტული მექანიზმის ამოქმედებაზე, რომელიც სამართლებრივ ვალდებულებას დააკისრებს ევროპის ადამიანთა უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან ივანიშვილის რეჟიმს, რომ მან გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები და ქვეყანაში შეწყდეს ადამიანის უფლებების დარღვევა. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ხდება ამ მექანიზმის ამოქმედებისკენ მოწოდების გაკეთება და მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის კონსოლიდაციის შექმნის საფრთხეზე ძალიან ღელავს ცივილიზებული სამყარო და იწყებს მოქმედებას იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია აღდგეს, რომ მხარში დაუდგნენ კონკრეტული ნაბიჯებით ქართველ ხალხს და საქართველო დააბრუნონ ევროპული, ნორმალური ცივილიზებული განვითარების გზაზე”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა