Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პეტრე ცისკარიშვილი - ნუ გეშინიათ ცვლილებების, ყველაფერი მშვიდობიანად წავა!

ნახვები: 578 პეტრე ცისკარიშვილი - ნუ გეშინიათ ცვლილებების, ყველაფერი მშვიდობიანად წავა!

მშვიდობიანი ცვლილებები ძალიან ბევრ ქვეყანაში მომხდარა, მათ შორის მოხდა ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში და საქართველოშიც! ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა! ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს, - ეს განცხადება პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას გააკეთა.

ცისკარიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“, იცის რა მის მიმართ საზოგადოების რეალური განწყობა, ეშინია.

„გამომდინარე იქიდან, რომ „ქართულ ოცნებას“ ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს, იციან რა რომ ძალაუფლება გაყალბებული და მიტაცებული არჩევნებით ჩაიგდეს ხელში, იყურებიან კუნთებზე და მუდმივად ოპონენტების გაჩუმებას, ციხეებში ჩაყრას და იზოლაციას ცდილობენ. ეს არის მათი ბრძოლის ინსტრუმენტი და იარაღი. ეშინიათ, რადგან იციან საზოგადოების განწყობა მათ მიმართ, ხოლო შიშის გასანეიტრალებლად ყველა აქტივისტი და ოპონენტის ციხეში ჩაკეტვას ცდილობენ, რადგან ის შედეგი არ დადგეს, რაც რეალურად ქართველ ხალხს სურს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა