მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ბოლო კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობის სამ მცდელობას გადაურჩა

ნახვები: 620 ბოლო კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობის სამ მცდელობას გადაურჩა

გასული კვირის განმავლობაში, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა სამჯერ სცადეს, თუმცა გეგმის განხორციელება რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ჩაშალეს, რომლებიც უკრაინასთან ომს ეწინააღმდეგებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, „თაიმსი" ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტის მოსაკლავად ორი დაჯგუფება: „ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები და ჩეჩნური სპეცრაზმი გაიგზავნა, მაგრამ მცდელობებს ხელი შეუშალეს რუსეთის უშიშროების სამსახურის ცალკეულმა ელემენტებმა, რომლებიც უკრაინასთან ომს ეწინააღმდეგებიან.

„თაიმსის" ცნობით, „ვაგნერის" დაქირავებულმა მებრძოლებმა კიევში გეგმის განხორციელებისას დანაკარგები განიცადეს და ამბობენ, რომ შეშფოთებული იყვნენ იმით, რამდენად ზუსტად მოელოდნენ უკრაინელები მათ ნაბიჯებს. გავრცელებული ცნობით, ზელენსკის უსაფრთხოების გუნდი მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით კარგად იყო ინფორმირებული. გასული კვირის ბოლოს, კიევის გარეუბანში ასევე გაანეიტრალეს ჩეჩნური სპეცრაზმის წევრები.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა