ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მე მხოლოდ შემიძლია გამოვხატო სამძიმარი იმ ადამიანების მიმართ ვისაც ახლობლები დაეღუპა-ლავროვიი

ნახვები: 638 მე მხოლოდ შემიძლია გამოვხატო სამძიმარი იმ ადამიანების მიმართ ვისაც ახლობლები დაეღუპა-ლავროვიი

"ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია, მაგრამ ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას მოსდევს ადამიანური მსხვერპლი"- ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟურნალისტის შეკითხვას.

"ბატონო მინისტრო შემომხედეთ თვალებში და მითხარით, როგორ გძინავთ ღამე, როდესაც რუსული ტყვიები და ბომბები ბავშვებს კლავს.?" - მიმართა ბრიტანელმა ჟურნალისტმა ოკუპანტების პირველ დიპლომატს.

ლავროვი ისევ ამტკიცებს რომ ჯარისკაცები ასრულებენ ბრძანებებს, რომელიც მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებით შემოიფარგლება.

უკრაინაში ახლა მიმდინარე ომს, ლავროვი "ოპერაციას" უწოდებს:

"ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც ამ ოპერაციაში მონაწილეობენ, ასრულებენ მკაცრ ბრძანებას, გამოიყენონ მხოლოდ მაღალი სიზუსტის იარაღი, რათ სამიზნე იყოს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა, მე მხოლოდ შემიძლია გამოვხატო სამძიმარი იმ ადამიანების მიმართ ვისაც ახლობლები დაეღუპა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის როცა ზელენსკიმ ითხოვა დიალოგი პუტინი დათანხმდა, მაგრამ მერე ზელენსკიმ გადაიფიქრა ამერიკელებმა უთხრეს დრო არ მოსულაო.

შემდეგ ჩვენ ჩავედით და ისინი ერთი დღე -ღამის შემდეგ ჩამოვიდნენ. ჩვენი პოზიცია უკრაინელი კოლეგებისთვის ცნობილია, ისინი შეგვპირდნენ, რომ საკუთარ პოზიციას დააფიქსირებდნენ.

ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ოპერაციასაც გავაგრძელებთ იმიტომ, რომ ვერ დავუშვებთ უკრაინის ტერიტორიაზე იმ ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას, რომელიც ემუქრება რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას და ეს დემილიტარიზაცია იქნება მიყვანილი ბოლომდე. იმ შემთხვევაშიც კი თუ სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, ეს პუნქტი უნდა იქნას შეტანილი. ​უკრაინაში ახლა ნეონაციზმი ყვავის და პრეზიდენტი ზელენსკი ამას ხელს უწყობს. იქ ნაცისტები გამოსვლებს მართავენ, ჩირაღდნებიან მსვლელობებს და ზელენსკი მათ საკუთარ დაცვას აძლევს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები ამ ნიშნებს ვერ ხედავენ". - ამბობს ლავროვი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა