სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე
Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის “ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია
კაია კალასი - უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, ევროპაში გვაქვს რუსეთის ომი, ნამდვილად არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება
ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერების დონეზე წამოაყენებს უნგრეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კოორდინაციის საკითხს
ირანის ელჩი - ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ
9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძiს, შალვა პაპუაშვილის და მიხეილ ყაველაშვილის-გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა
ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს

დიმიტრი ხუნდაძე ოჯახში მოძალადეების ამნისტიით გათავისუფლებას ითხოვს

30.12.2020 ნახვები: 545

"ქართული ოცნების" დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე გამოდის ინიციატივით, რომ ოჯახში მოძალადეთა ნაწილს ამნისტია შეეხოს და ისინი გათავისუფლდეს. ეს მოსაზრება მან პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააჟღერა. საუბრის დაწყებამდე ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ის არ არის იურისტი და არც სისხლის სამართლის სპეციალისტი.

"კი, თქვენ ახსენეთ, რომ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით არის პრინციპული ნეგატიური დამოკიდებულება, რომ იქნას გარკვეული ნაწილი გათვალისწინებული, მაგრამ მე ძალიან ბევრ ოჯახთან მქონია საუბარი, ოჯახის წევრებთან და მათი ნათქვამიც მოვიტანე, არა მხოლოდ მათი ნათქვანი, ჩემი აზრიც ემთხვევა მათთსაც, ამიტომ ვთვლი თავს ვალდებულად, ამაში უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღო.

არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ემოციურ ფონზე წარმოშობილი კონფლიქტები.. ამას გამართლება არ აქვს, თუნდაც, ემოციის ფონზე იყოს. მაგრამ ვფიქრობ, რაღაც ნაწილი ამ საკითხთან დაკავშირებული გაგვეთვალისწინებინა. უპირველესად, სოციალური ფონის, მით უფრო, ამ პანდემიის ფონზე, როდესაც ყველა ოჯახს დამატებითი ტვირთი აქვს", - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძე ამბობს, რომ სრული ამნისტია არ უნდა მოხდეს და განმარტავს, რომ მისი აზრით, შეიძლება რამე პროფესიული აცდენა იყოს, მაგრამ, ძალიან კარგი იქნება, თუ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულები, რომლებისთვისაც ეს პირველი შემთხვევაა, გათავისუფლდებიან:

"თუ არის პირველი შემთხვევა, თუ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მას აქვს დადებითი დახასიათება და ოჯახის თანხმობა თუ არის, მხოლოდ ერთი გამონაკლისი უნდა ჩაიდოს - თუ არის პირველი შემთხვევა, მაშინ უნდა იქნას გათვალისწინებული ოჯახის თანხმობა. ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ შესაძლოა, მეორე და მესამე შემთხვევაში, ოჯახში თანხმობა გარკვეულწილად ქვეცნობიერი იყოს ძალადობრივი და შესაძლოა, შედეგი იგივე დადგეს. თუკი ვთქვათ ოჯახი ამ თანხმობას არ გამოხატავს და სასჯელის ამოწურვის შემდეგ, ოჯახის უფროსმა, წარსულში მოძალადემ, შესაძლოა კიდევ ერთხელ მიაკითხოს ოჯახს სამაგიეროს გადახდის სურვილიც კი გაუჩნდეს.

ამიტომ მე ფიქრობ, მეორე შემთხვევაში თუ შესაძლებელია, ოჯახის თანხმობა უკვე არ იქნას გათვალისწინებული, ეს იქნება მათთვისაც დაზღვევის მექანიზმი. თუ ადამიანმა ეს ემოციურ ფონზე, რა თქმა უნდა, გამართლება ამისგან შორსაა, თუ მისი დახასიათება იძლევა იმის საშუალებას, რომ რისკები მინიმალური იყოს, ოჯახის თანახმაა, ამ სოციალურ ვითარებაში მე ვფიქრობ, ეს იქნებოდა არა მხოლოდ კარგი, არამედ ძალიან კარგი და აუცილებელი" - განმარტა მან.

დეპუტატმა სხდომაზე, ასევე, აღნიშნა, რომ "ამის ჩამდენი" - ანუ ოჯახში ძალადობის,უფრო ხშრიად კაცები არიან, რომელბსაც ის "ოჯახის უფროსებს" უწოდებს.

"ოჯახები არის გახლეჩილი, აქ არის ბევრი პრობლემა, ოჯახს ეკონომიკურად უჭირს და ოჯახის უფროსი, უფრო ხშირად, ოჯახის უფროსები არიან ხოლმე ამის ჩამდენი, სამწუხაროდ. ისინი არათუ ეხმარებიან ოჯახს, არამედ ტვირთან აწვებიან, მათი მორალური და ეკონომიკური მხარე ძალიან შეუსაბამო ხდება. თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ ხელაღებით სრული ამნისტირება უნდა მოვახდინოთ დანაშაულის", - თქვა მან.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა