ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ანა ბუჩუკური - ირაკლი კობახიძე გამობრძანდეს და დაასახელოს, „ოცნების“ რომელი კაცი წევრის გათხოვებას ითხოვდა ევროკავშირი!

ნახვები: 647 ანა ბუჩუკური - ირაკლი კობახიძე გამობრძანდეს და დაასახელოს, „ოცნების“ რომელი კაცი წევრის გათხოვებას ითხოვდა ევროკავშირი!

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი პოლიტიკურ-სამართლებრივი ბმა ევროპასთან - თუ ესეც დავკარგეთ, ეს საქართველოს სრული იზოლაცია იქნება! საქართველოს სრული იზოლაცია აწყობს რუსეთს! ირაკლი კობახიძე და მისთანანი რუსეთის ინტერესებს იდეალურად ასრულებენ! - ეს განცხადება მედიასთან პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა.

ბუჩუკურმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება“ “საკუთარი მოღალატეობრივი პოლიტიკის გადაფარვას ბოდვითა და სისულელეებით ცდილობს“.

“როგორი ხელისუფლება არ გვყავდა ბოლო 30 წლის განმავლობაში - იყო ბევრნაირი, თუმცა გადასარევი არც ერთი არ იყო, მაგრამ ყველა ხელისუფლებამ, მათ შორის “ოცნებამ“ შესძლო, რომ აგური აგურზე დაედო იმისთვის, რომ ქვეყანა პოლიტიკურად და სამართლებრივად ევროპასთან აფილირებული გამხდარიყო. ჩვენ ეს მოვახერხეთ და დღეს, მარტო იმიტომ, რომ კორუფციული გზებით მოპარული ფული გადაირჩინონ, ქვეყანას პერსპექტივას უკარგავენ და ჭაობში გვითრევენ.

მართლა არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამაზე მეტი ეროვნული ინტერესების ღალატი! არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ქვეყნის იზოლაციაში დატოვებაზე მეტი ეროვნული ინტერესების ღალატი - ეს არის მოცემულობა!

“ოცნება“ ტყუის, როდესაც ამბობს, რომ კაცებს გათხოვებისგან იცავენ და ამას ევროპა ითხოვს. გამოვიდნენ და თქვან, ევროკომისიის რეკომენდაციებიდან რომელს შეასრულებენ - კორუფციას აღმოფხვრიან? პოლიტპატიმრებს გამოუშვებენ? პოლიტიკურ პარტიებს აღარ აკრძალავენ? ყველა პოლიტიკური ლიდერი რომ დევნაშია, ამ დევნას შეწყვეტენ? ევროკომისიის რეკომენდაციებში არაერთი პრიორიტეტული საკითხია - რომელიმეს ასრულებენ?!

ირაკლი კობახიძე მომწონს თუ არ მომწონს, ვაღიარებ თუ არ ვაღიარებ, ფორმალურად მას პრემიერი ჰქვია - მისი მოსმენის უბრალოდ მრცხვენია! გამობრძანდეს და დაასახელოს “ქართული ოცნების“ რომელი კაცი წევრის გათხოვებას ითხოვდა ევროკავშირი!“ - განაცხადა ანა ბუჩუკურმა და იქვე დასძინა, რომ აღნიშნულს „ნახევრად ხუმრობით ამბობს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა