ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

რეზო კიკნაძე - მერაბ დვალიშვილს მივმართავ, მას „სინდისის პატიმრები“ უხსენეს და ვერ გაიგო: ჩვენ დაგვიჭირეს აქციაზე, როცა ევროპულ მომავალს ვითხოვდით - ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მეგობარი ევროპა და ამერიკა იყოს, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს

ნახვები: 634 რეზო კიკნაძე - მერაბ დვალიშვილს მივმართავ, მას „სინდისის პატიმრები“ უხსენეს და ვერ გაიგო: ჩვენ დაგვიჭირეს აქციაზე, როცა ევროპულ მომავალს ვითხოვდით - ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მეგობარი ევროპა და ამერიკა იყოს, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს

მას [მერაბ დვალიშვილს] „სინდისის პატიმრები“ უხსენეს და ვერ გაიგო - ჩვენ დაგვიჭირეს აქციაზე, როცა ევროპულ მომავალს ვითხოვდით. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ევროპა და ამერიკა იყოს, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს, - ასე მიმართა აქციების პერიოდში დაკავებულმა რეზო კიკნაძემ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას, UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს.

როგორც რეზო კიკნაძემ მიმართვაში განაცხადა, აქციაზე დაკავებულები ისჯებიან იმის გამო, რომ არ უნდათ საქართველო რუსეთისკენ მიდიოდეს.

„მერაბ დვალიშვილს მივმართავ - მას სინდისის პატიმრები უხსენეს და ვერ გაიგო. ძალიან მოკლედ ავუხსნი, თუ რატომ ვართ აქ - ჩვენ დაგვიჭირეს აქციაზე, ევროპულ მომავალს ვითხოვდით და კობახიძემ თქვა, რომ „სანამ „ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, ევროპასთან კავშირი და მოლაპარაკებები არ გვექნებაო“. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ევროპა და ამერიკა იყოს, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს, არ გინდა, რომ რუსეთისკენ მივდიოდეთ. ამის გამო ვყავართ აქ და ამის გამო გვისჯიან 5, 6 და 7 წელს“, - განაცხადა რეზო კიკნაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა