Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ჯო უილსონი - მიხარია, რომ ჩემი მეგობარი სტივ დეინსი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა

ნახვები: 580 ჯო უილსონი - მიხარია, რომ ჩემი მეგობარი სტივ დეინსი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა

მიხარია, რომ ჩემი მეგობარი სტივ დეინსი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა, ანტი-ამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის პრეზიდენტ ტრამპსა და ოპოზიციას კრძალავს, - ამის შესახებ „MEGOBARI აქტის“ ავტორი, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მიხარია, რომ ჩემი მეგობარი სენატორი სტივ დეინსი თბილისში საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. ანტი-ამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის პრეზიდენტ ტრამპსა და ოპოზიციას კრძალავს. ერთადერთი წინ მიმავალი გზა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა!“ - წერს უილსონი.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი საქართველოში სტუმრობისას შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და ასევე, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა