ეუთო/ოდირი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ოქტომბერში შეტანილი ცვლილებები შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის კუთხით და უნდა გაუქმდეს
ადვოკატი - მზია ამაღლობელის ტელეფონში "დიფ სთეითი“ არ აღმოჩნდა
ელენე ხოშტარია - მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, საქართველოს გეზს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია „ოცნების“ სახით
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს
ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის ოდენობის გირაო საცხოვრებელი სახლით უზრუნველყო
Ukrainian refugees in Germany to receive lower benefits
Rescuers show aftermath of Russian drone strike on Sumy enterprise
Ukraine brings teen, his mother back from occupied territory

ლევან მურუსიძე - საქართველოში არის დამოუკიდებელი სასამართლო და არავის სამართალი არ დაეკარგება

03.05.2025 ნახვები: 406

საქართველოში არის დამოუკიდებელი სასამართლო და არავის სამართალი არ დაეკარგება,- ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ განაცხადა.

აღნიშნულით მან მოსამართლეთა კონფერენციის პარალელურად აქციების დროს დაკავებულთა მშობლების მიერ გამართული აქციის თაობაზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

ლევან მურუსიძის თქმით, „არსებობს სტრასბურგის სასამართლო და ყველა ერთად ნახავს, რამდენად ჩააბარებს ქართული სასამართლო ტესტს“.

„ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებია, რომელზეც მიმდინარეობს ალბათ, ზოგზე გამოძიება, ზოგზე ალბათ სასამართლო განხილვა, მითუმეტეს, როცა საქმის მასალები არც ვიცი, რომც ვიცოდე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, საქართველოში არის დამოუკიდებელი სასამართლო და არავის სამართალი არ დაეკარგება, შესაბამისად, განხილული იქნება აღნიშნული საქმეები, სამი ინსტანციაა, შემდეგ არის სტრასბურგის სასამართლო და ყველა ვნახავთ, რამდენად ჩააბარებს ქართული სასამართლო აღნიშნულ ტესტს, მეტ კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა მურუსიძემ.

კითხვაზე, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში, იყო თუ არა საკმარისი ან მტკიცებულებათა ერთობლიობა, მურუსიძე პასუხობს, რომ მას „სხვა მოსამართლის საქმიანობის შეფასების უფლება არ აქვს“.

„მე არ ვიცი, მაგრამ რადგან კონკრეტულმა მოსამართლემ ჩათვალა, რომ მან კონკრეტული გადაწყვეტილება გამოიტანა, დასაბუთებაც არსებობს, თუ არადა, აგერ არის სტრასბურგის სასამართლო, მივმართოთ და დაველოდოთ პასუხს. მე რა პასუხი შემიძლია ამაზე გაგცეთ, მე არც საქმის მასალებს ვიცნობ, არც მაქვს უფლება, სხვა მოსამართლის საქმიანობა ასე შევაფასო. მე ვამბობ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა, დარწმუნებული ვარ, კანონზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნებოდა“, - განაცხადა მურუსიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა