Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

კიტ კელოგი უკრაინის საკითხზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ - დროა, წინ წავიდეთ

ნახვები: 577 კიტ კელოგი უკრაინის საკითხზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ - დროა, წინ წავიდეთ

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი რუსეთ-უკრაინის ომის მხარეებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს.

„დროა, წინ წავიდეთ პრეზიდენტ ტრამპის ომთან დაკავშირებული დირექტივით: შეწყვიტეთ მკვლელობები, მიაღწიეთ მშვიდობას და დააყენეთ ამერიკა პირველ რიგში“, - დაწერა კელოგმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ლონდონში უკრაინის საკითხზე გამართულ შეხვედრაში მონაწილეობის შემდეგ.

კელოგმა აღნიშნა, რომ ლონდონში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან მოლაპარაკებები პოზიტიური იყო.

უკრაინის დელეგაციამ ევროპელ პარტნიორებთან და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან გუშინ ლონდონში შეხვედრები გამართა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა, რომ კიტ კელოგთან კონსტრუქციული საუბარი შედგა.

„აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, გენერალ კიტ კელოგთან შეხვედრის დროს ჩვენ გვქონდა აზრთა კონსტრუქციული გაცვლა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. უკრაინას მსოფლიოში ყველაზე მეტად სურს ომის დასრულება. ვალდებულები ვართ, ერთად ვიმუშაოთ ამ მიზნის მისაღწევად“, - დაწერა სიბიგამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა