Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გიგა ბოკერია საგამოძიებო კომისიაზე - წლების განმავლობაში ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმზე ლაპარაკობენ და ხაზარაძე-ჯაფარიძეს ეძახიან

ნახვები: 582 გიგა ბოკერია საგამოძიებო კომისიაზე - წლების განმავლობაში ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმზე ლაპარაკობენ და ხაზარაძე-ჯაფარიძეს ეძახიან

ფოკუსის გადატანა უნდათ ძველი და ახალი ხელისუფლების დაპირისპირებაზე, პოლარიზაციაზე და ყველას ერთ ქვაბში ჩაყრაზე - ერთადერთი პასუხი ივანიშვილის არალეგიტიმურ პარლამენტს უნდა ჰქონდეს დაცინვა, ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე , - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის გარშემო მიმდინარე საკითხებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა არავინ არ უნდა მიიღოს.

„ძველი მეთოდია, რომ ამ საყოველთაო პროტესტის პირობებში, რომელიც ეხება ჩვენი სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის, თავისუფალ სამყაროში ჩვენი ადგილის ბედს და საფრთხეს, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ქმნის, ფოკუსის გადატანა უნდათ ძველი და ახალი ხელისუფლების დაპირისპირებაზე, პოლარიზაციაზე და ყველას ერთ ქვაბში ჩაყრაზე. ერთადერთი პასუხი ივანიშვილის ამ არალეგიტიმურ პარლამენტს უნდა ჰქონდეს დაცინვა, ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე...

კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვუთხრა, რომ საკუთარ მომხრეებსაც დასცინიან, ჯერჯერობით ჩემთვის რომ არ დაუძახიათ. წლების განმავლობაში ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმზე ლაპარაკობენ და ხაზარაძე-ჯაფარიძეს ეძახიან იმისთვის, რომ ყველა მონათლონ ერთად და ერთ ქვაბში, როგორც უკვე ვთქვი.

ამიტომ ველოდები, რომ დამიძახებენ და მერე ვეტყვი იმავეს, რასაც ეუბნება ყველა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე, თუ პოლიტიკოსი, რომ ამ კლოუნადაში, ამ არალეგიტიმური პარლამენტის, არავინ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს და რა რეპრესიასაც არ უნდა მიმართონ, მხოლოდ დაცინვა იქნება პასუხი და ყველას ემახსოვრება, რომ პროტესტი არის უფრო დიდ რამეზე, ვიდრე თუნდაც ცალკეული პოლიტიკური ფიგურების არალეგიტიმური დევნა“, - განაცხადა ბოკერიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა