ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ემანუელ მაკრონი - რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობის სურვილს გულწრფელად არ იზიარებს

ნახვები: 640 ემანუელ მაკრონი - რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობის სურვილს გულწრფელად არ იზიარებს

რუსეთმა წუხელ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობის სურვილს გულწრფელად არ იზიარებს, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს“, - წერს მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის ოდესაზე, დრონების გამოყენებით მასიური თავდასხმები განახორციელა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, გუშინდელიდან რუსეთი უკრაინის რეგიონებს 200-ზე მეტი დრონით, ასევე მართვადი საჰაერო ბომბებით დაესხა თავს. დაბომბვის შედეგად დაზარალდა ოდესის, ზაპოროჟიეს, სუმის, კიევის, ხმელნიცკის და ჩერნიგოვის რეგიონები, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა