Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ალექსანდრ სირსკი - კურსკის ოლქში ჩვენი ქვედანაყოფები უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე მანევრირებენ

ნახვები: 581 ალექსანდრ სირსკი - კურსკის ოლქში ჩვენი ქვედანაყოფები უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე მანევრირებენ

რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯას შემოგარენსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე აქტიური სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

„მტერი იყენებს საჰაერო-სადესანტო ჯარების და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებს, რათა გაარღვიოს ჩვენი თავდაცვა, განდევნოს ჩვენი ჯარები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიიდან და გადაიტანოს სამხედრო ოპერაციები სუმისა და ხარკოვის ოლქებში. ყველაფრის ფასად ცდილობს რა პოლიტიკური მიზნების მიღწევას, მტერმა უკვე განიცადა და კვლავ განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს კურსკის ოლქში“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოპერაციის დაწყებიდან, 2024 წლის 6 აგვისტოდან, რუსული ჯარების ჯამური დანაკარგები 54.9 ათასზე მეტ ადამიანს შეადგენს, მათგან 22.2 ათასზე მეტი დაღუპულია. 900-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი კი ტყვედ ჩავარდა.

სირსკის მტკიცებით, რუსები უპრეცედენტო თავდასხმებს ახორციელებენ საკუთარ დასახლებულ პუნქტებზე. ქალაქ სუჯაზე საჰაერო დარტყმების გამო ეს დასახლება თითქმის მთლიანად განადგურდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განმარტებით, უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, საჭიროების შემთხვევაში, უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე მანევრირებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა