Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

"საზოგადოებრივი ფონდი უნდა შეიქმნას... მინდა, მივიდეთ ბიზნესთან და ვუთხრათ რას ველით მათგან" - სალომე ზურაბიშვილი

ნახვები: 581 "საზოგადოებრივი ფონდი უნდა შეიქმნას... მინდა, მივიდეთ ბიზნესთან და ვუთხრათ რას ველით მათგან" - სალომე ზურაბიშვილი

"უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი ფონდი, რათა საჯარო მოხელეები და პატიმრები დაცული იყვნენ... მინდა, მივიდეთ ბიზნესთან და ვუთხრათ რას ველოდებით მათგან" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურბიშვილი აცხადებს.

სალომე ზურაბიშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საჭიროა ერთობა, რათა ევროპელ პარტნიორებს გზავნილები მიეწოდოთ.

"ქვეყნისთვის ოპოზიციის საქმიანი ერთობა უნდა შედგეს. ქვეყნის მთავარი გზავნილები ერთად უნდა იყოს მიტანილი [პარტნიორებთან], ამიტომ ისინი შევკრიბე იმისთვის რომ მომეყოლა, რა მოხდა მიუნხენში, რა გზავნილები იყო და რა მივიღე - ჩვენი ერთიანი გზავნილია არჩევნები და მხოლოდ არჩევნები, სხვა გზა არ არსებობს. ამას თუ ყველა ერთად ჩვენ უცხოელ პარტნიორებს გავაგებინებთ, მეტ მხარდაჭერასაც მივიღებთ.

შევკრიბე პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობოები, ფინანსისტები, ეკონომისტები, იურისტები, პატიმრების ოჯახები, საჯარო მოხელეები და ჩემია აზრია, რომ ამ პლატფორმებს შორის არის საერთოს საკითხები, რომელიც ერთად უნდა გადავწყვიტოთ. მაგალითად ერთ-ერთი საკითხია საზოგადოებრივი ფონდის შექმნა, რომ საჯარო მოხელეები და პატიმრები დაცული იყვნენ და ეს დაცულობა იგრძნონ პოლიტიკური პარტიებისგან, ჩვენგან როგორც პრეზიდენტისგან და ბიზნესისგან. მინდა ბიზნესთან ერთად მივიდეთ ამ პლატფორმების წარმომადგენლები და ვუთხრათ, მათგან რას ველოდებით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა