ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე - ხანგრძლივი შიმშილობა უკვე აისახება მის ზოგად მდგომარეობაზეც

ნახვები: 637 ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე - ხანგრძლივი შიმშილობა უკვე აისახება მის ზოგად მდგომარეობაზეც

პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, ფიზიოლოგიური პარამეტრები სტაბილურია, მაგრამ გამომდინარე შიმშილობის ხანგრძლივობისა, რა თქმა უნდა, პაციენტი იმსახურებს, განსაკუთრებულ ყურადღებას, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტს, რომელიც 34 დღეა შიმშილობს, ყველა სიმპტომი აღენიშნება, რაც ამ პერიოდის შიმშილობის პროცესისთვისაა დამახასიათებელი და კლინიკა ყველაფერს აკეთებს, იმისათვის, რომ შემდგომი გართულებების პრევენცია მოხდეს.

„შიმშილობა რთული პროცესია და გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, ამ კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ორგანოთა ფუნქციის მოშლა და ა.შ. კლინიკა მზად არის და აკეთებს ყველაფერს, რომ წარიმართოს სრულფასოვანი სამედიცინო, მონიტორინგი, ყოველდღიურად კეთდება ლაბორატორიული კვლევები და თუ საჭირო იქნება დამატებითი სხვა სახის კვლევები, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ეს ხანგრძლივი შიმშილობა უკვე აისახება მის ზოგად მდგომარეობაზეც. აქვს ყველა ის სიმპტომი, რომელიც ამ პერიოდის შიმშილობისთვის არის დამახასიათებელი. ჩვენი მოვალეობაა მდგომარეობის გართულების პრევენცია, და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ",- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა