საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა
ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება
გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა

სალომე ზურაბიშვილი - ერთ-ერთ გზავნილი ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ის იყო, რომ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება დასრულდა

ნახვები: 693 სალომე ზურაბიშვილი - ერთ-ერთ გზავნილი ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ის იყო, რომ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება დასრულდა

ერთ-ერთ გზავნილი და თემა ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ის იყო, რომ დღეს რეალურად საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება დასრულდა, რამეთუ პარლამენტი აღარ არის პოლიტიკური სივრცე, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს საჭიროა, რომ განახლებული იყოს ზეწოლა ჩვენი პარტნიორების მხრიდან ივანიშვილის რეჟიმზე.

„დღეს მივიღე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები. მათთან ერად იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ წარდგენილნი ე.წ. პარლამენტში. დღეიდან უკვე მათი მანდატები გაუქმდა. ერთ-ერთ გზავნილი და თემა ჩვენი ევროპელ პარტნიორებთან ის იყო, რომ დღეს რეალურად საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება დასრულდა, რამეთუ აღარ არის პოლიტიკური სივრცე, პარლამენტი აღარ არის პოლიტიკური სივრცე, კონსტიტუცია აღარ არსებობს, არცერთი უფლება დაცული აღარ არის, არც სიტყვის გამოთქმის უფლება, არც შეკრების უფლება და ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ. ამდენად, ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება გავრცელდეს ქვეყანაში რამე პოლიტიკური ცხოვრება, რამე პოლიტიკური წარმონაქმნი წარმოუდგენელია, სანამ არ იქნება დანიშნული არჩევნები. ეს იყო მთავარი გზავნილი ელჩებისთვის და დედაქალაქებისთვის. დღეს საჭიროა, რომ როგორც აქ განახლდა რეპრესიები, ასევე განახლებული იყოს ზეწოლა ჩვენი პარტნიორების მხრიდან ივანიშვილის რეჟიმზე, რომელიც დღეს მხოლოდ ასე შეიძლება ვახსენოთ - რუსული ყაიდის რეჟიმი. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ დღეს ვერავინ იტყვის როგორ შეიძლება დაინიშნოს არჩევნები, ეს კითხვა წარმოუდგენელიცაა, ეს მოხდება გარედან და შიგნიდან ზეწოლის შედეგად. არ არსებობს ქვეყანა და არ არსებობს ისტორიული მაგალითი, რომ როცა რეჟიმი სრულად იზოლირებულია თავისი მოსახლეობიდან და დანარჩენი პარტნიორებისგან, გააგრძელოს თავისი მმართველობა. პატარა ქვეყანაა საქართველო, ეს არ არის რუსეთი, რომელსაც შეუძლია დიდი პერიოდი გაუძლოს სანქციებს, ან ირანი, რომელსაც შეუძლია ჩაიკეტოს მთლიანად. ამ ქვეყანაში ეს შეუძლებელია. ეს რეჟიმი უკვე არ მართავს ქვეყანას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა