ელენე ხოშტარია - სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა
ალეკო ელისაშვილი - მოვუწოდებ ყველას, არ განმიხილოთ პოლიტიკური პატიმრების არანაირ სიაში
სასამართლომ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
დედისა და ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ელენე ხოშტარიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება
ბენიამინ ბეთანიაჰუ - ნებისმიერ ვითარებაში ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს დავიცავთ
თეთრი სახლი - ირანთან დაკავშირებით სიტუაცია ცვალებადია

49 ოპოზიციონერ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

05.02.2025 ნახვები: 593

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს - ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. კენჭისყრის შედეგებს უმრავლესობის წევრები ტაშით შეხვდნენ.

პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს.

პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია „გახარია საქართველოსთვის“. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად „ძლიერმა საქართველომ“ 14 მანდატი მიიღო, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ პარლამენტში 19 წევრი გაიყვანა, ხოლო „ერთიანობა -ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16 მანდატი მოიპოვა.

პარლამენტის წევრები, რომელთა პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო მანდატი შეუწყდათ, არიან: - მარიკა არევაძე, ლაშა ბაქრაძე, თინა ბოკუჩავა, საბა ბუაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გრიგოლ გეგელია, ანა გოგოლაძე, სოფია გოლეთიანი, ანა დოლიძე, გიორგი ვაშაძე, თენგიზ თევზაძე, ქეთევან თურაზაშვილი, გიორგი იმედაშვილი, გიორგი კირთაძე, ცოტნე კობერიძე, მაია კოპალეიშვილი, თამარ კორძაია, ირაკლი კუპრაძე, თამარ ლალიაშვილი, გიორგი ლემონჯავა, ნანა მალაშხია, ნიკა მელია, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, დათუნა რაქვიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ლევან სამუშია, ირაკლი ფავლენიშვილი, ანი ქავთარაძე, ოქტაი ქაზუმოვი, ბორის ყურუა, ფიქრია ჩიხრაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ცუცქირიძე, გიგი წერეთელი, ანა წითლიძე, ივანე ჭყონია, ლევან ხაბეიშვილი, მამუკა ხაზარაძე, ეკა ხერხეულიძე, ირაკლი ხვადაგიანი, ელენე ხოშტარია, ბადრი ჯაფარიძე, გაიოზ ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და სოფიო ჯაფარიძე.

პარლამენტი, რომელიც 150 წევრით უნდა იყოს წარმოდგენილი, 101 წევრიანი გახდა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ისიც, რომ „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“, გვარამია-მელიას გაერთიანებას „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ სათადარიგო-საარჩევნო სიები „ჩახსნილი“ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოკლებული წევრების ნაცვლად, მათი საარჩევნო სიიდან პარლამენტში ვერავინ შევა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა