მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ნიკა სიმონიშვილი - რეჟიმს ისე ეშინია პროტესტის გამწვავების, თბილისში შესასვლელ-გასასვლელი ყველა გზა კონკრეტულ ნუსხაში მოაქცია და მისი ბლოკირება დანაშაულად გამოაცხადა

ნახვები: 620 ნიკა სიმონიშვილი - რეჟიმს ისე ეშინია პროტესტის გამწვავების, თბილისში შესასვლელ-გასასვლელი ყველა გზა კონკრეტულ ნუსხაში მოაქცია და მისი ბლოკირება დანაშაულად გამოაცხადა

საია-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაში“ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რეჟიმს ისე ეშინია პროტესტის გამწვავების, თბილისში შესასვლელ-გასასვლელი ყველა გზა კონკრეტულ ნუსხაში მოაქცია.

„ლოკაციები თბილისში, რომლებზეც გზის ბლოკირება დანაშაულად გამოაცხადა რუსულმა რეჟიმმა:

ჩრდილოეთის [და დასავლეთის] მიმართულება: ს1 საერთაშორისო გზა: ვეფხი და მოყმის ძეგლიდან დაწყებული, მარშალ გელოვანის გამზირი და აღმაშენებლის ხეივანი მთლიანად;

ს9 საერთაშორისო გზა: თბილისის შემოვლითი გზა მთლიანად (ზაჰესი-ავჭალიდან დაწყებული, ლილომდე დასრულებული)

სამხრეთის მიმართულება:

ს4 საერთაშორისო გზა: გულიას ხიდიდან დაწყებული, რუსთავის გზატკეცილი და ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა;

ს6 საერთაშორისო გზა: გულიას ხიდიდან დაწყებული, მარჯვენა სანაპიროზე გზატკეცილი ზემო ფონიჭალის ბოლომდე.

აღმოსავლეთის მიმართულება:

ს5 საერთაშორისო გზა: ჯორჯ ბუშის ქუჩიდან დაწყებული, კახეთის გზატკეცილი, ლილოს გზა ლოჭინის ხიდის ჩათვლით.

რეჟიმს ისე ეშინია პროტესტის გამწვავების, თბილისში შესასვლელ-გასასვლელი ყველა გზა ამ სიაში მოაქცია, არა მხოლოდ ავტობანი ან აღმაშენებლის ხეივანი.

ამ გზებთან/ქუჩებთან დამაკავშირებელი ქუჩები ადგილობრივ გზებად ითვლება და სტრატეგიულ ობიექტთა ჩამონათვალში არ შედის, ამიტომ აქ ისეთივე „წესები“ მოქმედებს, როგორებიც რუსთაველზე.

რაც შეეხება სხვა ქალაქებში ასეთ ლოკაციებს, საერთაშორისო მნიშვნელობის გზები საავტომობილო რუკებზე ან google maps-ში ლურჯ მართკუთხა ნიშანში ჩასმული ნუმერაციითაა აღნიშნული: ს1, ს2, ს3 და ა.შ. (სულ 13 არის)”, - წერს სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა