ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები - პირობას ვდებთ, გავათავისუფლებთ ქვეყანას და ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე

ნახვები: 648 ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები - პირობას ვდებთ, გავათავისუფლებთ ქვეყანას და ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე

პირობას ვდებთ ჩვენ გავათავისუფლებთ ქვეყანას, ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე, სოლიდარობა ყველა ჩაგრულს,- ეს განცხადება ევროპის მოედანზე საპროტესტო მანიფესტის ფარგლებში, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა გააკეთეს, რომლებიც 20 დღეა, ამავე უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად ღამეს ათევენ.

მათი თქმით, „მთავარი მოთხოვნაა ხელისუფლების ცვლილება, რადგან ევროპული მომავალი საფრთხეშია“.

„20 დღეა უნივერსიტეტში ვართ, დავრჩებით მანამდე, სანამ რეჟიმის ტყვეები არ გათავისუფლდებიან.

უსამართლობა საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს, ქვეყნის საუკეთესო მოქალაქეები ტყვეობაში არიან.

ჩვენ ვაპროტესტებთ სოციალურ უთანასწორობას, ჩვენ ვაპროტესტებთ მიწების გასხვისებას და ქვეყნის გაყიდვას. ვაპროტესტებთ არარსებულ საყოველთაო ჯანდაცვას, ჩვენ ვაპროტესტებთ ემიგრაციას, შიმშილს, სასაცილო ხელფასებს, ხელოვანთა და ინტელექტუალთა დევნას”, - აღნიშნეს სტუდენტებმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა