მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ლონდა თოლორაია - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებზე დაკავებული ყველა პატიმრის საქმეს შეისწავლიან, ვისი თანხმობაც ექნებათ

ნახვები: 620 ლონდა თოლორაია - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებზე დაკავებული ყველა პატიმრის საქმეს შეისწავლიან, ვისი თანხმობაც ექნებათ

„კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებზე დაკავებული ყველა პატიმრის საქმეს შეისწავლიან, ვისი თანხმობაც ექნებათ.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დაკავებულების ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ყველა საქმეს ჰქონდეს თანაბარი ყურადღება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

„პროცესუალური დარღვევები იქნება თუ მტკიცებულებების არასაკმარისობა და ა.შ, რაც ამ საქმეებში არის, უკვე არის ტენდენცია. ეს ტენდენციები ძალიან კარგად ჩანს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საქმეს ჰქონდეს თანაბარი ყურადღება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამიტომ აბსოლუტურად ყველა საქმე, ვისი თანხმობაც გვექნება, იქნება შესწავლილი.

შედეგი არის ის საერთაშორისო მექანიზმები, რომლებიც გამოიყენება თანამდებობის პირების მიმართ, პროკურორებზე, მოსამართლეებზე, იქნება ეს სანქცირება თუ შეზღუდვები და მეორე, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოების აზრის ჩამოყალიბება ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ ემსახურებიან კანონს“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა