ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

აქციის მონაწილეებმა ღამე აჭარის მთავრობის სახლთან გაათენეს

ნახვები: 639 აქციის მონაწილეებმა ღამე აჭარის მთავრობის სახლთან გაათენეს

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეთა პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის მიმდებარედ ორი კარავი აქვთ გაშლილი, სადაც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება დაშლას არ აპირებენ.

“თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, თავისუფლება მზიას, რომელიც 19 დღეა შიმშილობს საპატიმროში. გვინდა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, არჩევნები რომელიც მოგვპარეს და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს. ვართ ქუჩაში და პროტესტის მშვიდობიანი ფორმით, რეჟიმს გავისტუმრებთ”, - აღნიშნავენ შეკრებილები.

საპროტესტო აქციის ტერიტორია, მოქალაქეებმა თავად დაასუფთავეს. სამთავრობო შენობასთან სამართალდამცავებიც რჩებიან.

ცნობისთვის, წუხელ კარვის გაშლის გამო, მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა