მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

კაია კალასი - მთავრობის მხარდასაჭერად განკუთვნილი თანხები სამოქალაქო საზოგადოებას გადავეცით

ნახვები: 622 კაია კალასი - მთავრობის მხარდასაჭერად განკუთვნილი თანხები სამოქალაქო საზოგადოებას გადავეცით

საქართველოსთან დაკავშირებით, დიპლომატური პასპორტებისთვის შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი, ასევე თანხები, რომელიც მთავრობის მხარდასაჭერად გვქონდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას გადავეცით, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს მოკლედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს. გვაქვს უვიზო რეჟიმის შეჩერებული დიპლომატური პასპორტებისთვის, ასევე თანხები, რომელიც მთავრობის მხარდასაჭერად გვქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას გადავეცით მათი მისიის მხარდასაჭერად, მაგრამ ქართველი ხალხის ხელშია, სწორად იმოქმედონ“, - აღნიშნა კალასმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა