საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა
ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება
გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა

ბაიბა ბრაჟე - საქართველოს ხელისუფლება პატივს არ სცემს ხალხის ნებას

ნახვები: 693 ბაიბა ბრაჟე - საქართველოს ხელისუფლება პატივს არ სცემს ხალხის ნებას

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება პატივს არ სცემს ხალხის ნებას, რასაც ვხედავთ ევროპული მომავლის, თბილისის ქუჩებში მიმდინარე დემონსტრაციების კუთხით, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ევროკავშირის მხრიდან ჩვენ განვახორციელეთ გარკვეული ქმედებები, მათ შორის მთავრობის ოფიციალური პირებისთვის სავიზო რეჟიმის არსებითი შეცვლა, ისინი ვერ იმოგზაურებენ დიპლომატიური პასპორტებით ევროკავშირში უვიზოდ. ამრიგად, ეს არის ძალიან მიზანმიმართული ქმედება, ევროკავშირმა განაცხადა, რომ მისი მხარდაჭერა არ იქნება მიმართული მთავრობასთან დაკავშირებულ არცერთ საქმიანობასა და უწყებასთან. სამწუხაროდ, ისინი პატივს არ სცემენ ხალხის ნებას, რასაც ვხედავთ ევროპული მომავლის, თბილისის ქუჩებში მიმდინარე დემონსტრაციების კუთხით“, - აღნიშნა ბაიბა ბრაჟემ.

მისი თქმით, ლატვიამ გარკვეული რაოდენობის თანამდებობის პირებს, მათ, ვინც მშვიდობიან საპროტესტო აქციების ჩახშობაშია ჩართული და თავს ესხმის ჟურნალისტებს, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

„ასე რომ, არის ზეწოლა, მაგრამ ასევე არის ღია კარი ევროპული მომავლისთვის, თუკი ხალხის ნებას პატივს სცემენ“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა