ალექსანდრ სირსკი - მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში „ოცნება“ უკან იხევს
ლევან ხაბეიშვილი -„ხარება“ არათუ მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში, ვიდეოს იღებდა, უნდოდა მეთქვა, რომ ვარ „ჩმორი“ და მაშინ აღარ დამარტყამდნენ
გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ლევან ხაბეიშვილი - მე მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვარ და განცხადებას პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით ვაკეთებდი, რომელიც პოლიტიკური დაპირება იყო - ვახმოვანებდი 120 კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
ბადრი ჯაფარიძე - სონატა კოლტერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ძალიან კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან

სალომე ზურაბიშვილი - ვერცერთ ამერიკულ მთავრობას ვერ ვხედავ, რომელიც შეძლებს პარტნიორად ქვეყნის მიღებას, რომელსაც არავითარი პრინციპები არ გააჩნია

22.01.2025 ნახვები: 619

ვერცერთ ამერიკულ მთავრობას ვერ ვხედავ, რომელიც შეძლებს მსგავსი ქვეყნის მეგობრად და პარტნიორად მიღებას, რომელიც ემეგობრება ხანდახან ჩინელებს, ხანდახან ირანს, ხანდახან ზოგიერთ ტერორისტულ ჯგუფს, და არავითარი პრინციპები არ გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Atlantic Council-ის შეხვედრაზე განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკა ყოველთვის ორპარტიული იყო და სასანქციო ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო დროს ვნახეთ, უკვე აქვს თავისი ეფექტი. შეგვიძლია საქართველოში გარკვეული წრეების რეაქციით ამის დანახვა, ნარატივის მიუხედავად, თითქოს არაფერი ხდება და მნიშვნელობა არ აქვს, შეგვიძლია დავინახოთ, რომ მნიშვნელობა აქვს.

„MEGOBARI აქტი”, რომელიც ხელახლა იქნა წარდგენილი კონგრესმენ უილსონის მიერ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ორივე მიმართულებას აჩვენებს. ის აჩვენებს, რომ თუ იზოლირებულად ყოფნა გვსურს - ეს არის იზოლაციის რისკები, ხოლო თუ ჩვენს რეგიონალურ, ევრო-ატლანტიკურ გზას დავუბრუნდებით, მაშინ არსებობს ზომები, რომელთა მიღებაც შეიძლება და რომლებსაც ძალიან სწრაფად შეუძლია დაგვაბრუნოს აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან, ეკონომიკურ კავშირებთან და მათ განვითარებასთან და ჩვენი ურთიერთობების პოლიტიკურ გაღრმავებასთან. ვფიქრობ, ეს ორმხრივი პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ეს “MEGOBARI აქტშია” ჩაწერილი.

არაღიარება უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან არა მგონია, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია იმ ქვეყნის მეგობრად და პარტნიორად მიღება, რომელსაც აღარ გააჩნია არც ერთი ინსტიტუტი, რომელთაც აშშ წლების განმავლობაში უჭერდა მხარს - არანაირი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, კონსტიტუციის არანაირი პატივისცემა, გაყალბებული არჩევნები. ვერცერთ ამერიკულ მთავრობას ვერ ვხედავ, რომელიც შეძლებს მსგავსი ქვეყნის მეგობრად და პარტნიორებად მიღებას, რომელიც ემეგობრება ხანდახან ჩინელებს, ხანდახან ირანს, ხანდახან ზოგიერთ ტერორისტულ ჯგუფს, და არავითარი პრინციპები არ გააჩნია”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეებში ის შეხვედრას შეძლებს აშშ-ის თანამდებობის პირებთან და აღნიშნა, რომ მას შეხვედრა ექნება სენატორებთან ჯინ შაჰინთან („დემოკრატიული პარტია“) და ჯიმ რიშთან („რესპუბლიკური პარტია“).

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა