საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა
ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება
გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა

სალომე ზურაბიშვილი - აშშ-ის მომავალი მინისტრებისთვის ძირითადი "მესიჯის" გადაცემა შევძელი

ნახვები: 680 სალომე ზურაბიშვილი - აშშ-ის მომავალი მინისტრებისთვის ძირითადი "მესიჯის" გადაცემა შევძელი

აშშ-ის მომავალი მინისტრებისთვის ჩემი ძირითადი "მესიჯის" გადაცემა შევძელი, რომ საქართველოში რეალურად გარდამტეხ წერტილში ვართ - ან უკან რუსეთში შეგვათრევენ ან გზას გავაგრძელებთ, რომელიც დამოუკიდებლობიდან იყო საქართველოს გზა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Atlantic Council-ის შეხვედრაზე განაცხადა.

„ინაუგურაციამდე შესაძლებლობა მქონდა დავსწრებოდი რამდენიმე წინასაინაუგურაციო მიღებას, რომლებიც ამ ქალაქში მიმდინარეობდა. ამ ღონისძიებებზე კაბინეტის რამდენიმე მინისტრთან წარმადგინეს, რომლებიც ჯერ დამტკიცებული არ არიან სენატის მიერ, მაგრამ ეს პირველი კონტაქტები იყო.

ასე რომ, როგორც ეს ძირითადად ხდება მსგავს პირველ კონტაქტებზე, მე წარმადგინეს და მათთვის ჩემი ძირითადი "მესიჯის" გადაცემა შევძელი, კერძოდ, საქართველო როგორც არასდროს საჭიროებს თავისი ამერიკელი მეგობრების ყურადღებას, ვინაიდან ვითარება იქ გადამწყვეტია, რეალურად გარდამტეხ წერტილში ვართ - ან უკან რუსეთში შეგვათრევენ ან გზას გავაგრძელებთ, რომელიც დამოუკიდებლობიდან იყო საქართველოს გზა. გზის, რომელშიც ამერიკული როლი არსებითი მნიშვნელობისა იყო, ჩვენი ინსტიტუტების, ჩვენი ჯარის შექმნის, კონსოლიდაციის მხრივ, და ზოგადად ქვეყნის დამოუკიდებლობის მხრივ.

ასე რომ, საქართველოს მოსახლეობას ეს სურს დღეს, როგორც ეს უნდოდა გუშინ და როგორც სამომავლოდ უნდა. ასე რომ, ჩემი აზრით, მომავალი ადმინისტრაციის ხალხმა ეს უნდა იცოდეს, ვინაიდან საქართველოში ეს მხოლოდ პოლიტიკური საკითხი არ არის, და, მთელი მნიშვნელობის მიუხედავად, მხოლოდ ადამიანის უფლებებისა და რეპრესიების საკითხი არ არის, ეს რეალურად ეგზისტენციალური საკითხია - შეძლებს თუ არა საქართველოს თავისი გზის გაგრძელებას, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როგორც ქვეყანა, რომელსაც თავისი სუვერენიტეტის აღიარება და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერა სურს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა