ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ზურაბ ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე - 48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან

ნახვები: 641 ზურაბ ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე - 48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან

შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არაბეთში ასეთ რაღაცებს არ პატიობენ - 48 საათია, არც ერთი არ ჩანს, არც სოციალურ ქსელში, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ აბუ-დაბიში მომხდარზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრებს დაუსჯელობის განცდა ჰქონდათ და ეგონათ, რომ იქაც „გაუვიდოდათ“.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, შესაძლოა, მმართველი პარტიის წევრებს რამდენიმე წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ, თუკი ჯგუფური ძალადობა დაუმტკიცდათ.

„მარტო აბუ-დაბიში ხომ არ უქნიათ ეგეთი რამ. ის, რომ 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს, ამის შემთხვევები საქართველოში იყო უამრავი. ჰქონდათ იგივეს მცდელობა. იმ ბიჭმა იქით სცემა ისინი, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. შეეჩვივნენ, რომ ეგეთი ქცევა არის ნორმალური და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბუშიც იგივე გაკეთებინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეგეთ რაღაცებს აბუ-დაბიში არ პატიობენ.

48 საათია, არც ერთი არ ჩანს, არც სოციალურ ქსელში, არც თვითონ ჩანან, არც მათი ოჯახის წევრები. ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, 13 იანვარს, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ ეს წინა დღით მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. წინა დღეს მომხდარი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ირაკლი ზარქუამ და ვიქტორ სანიკიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელეს. ვიდეომიმართვაში ზარქუამ განაცხადა, „რაღაც ინციდენტი მოხდა, არ არის ეს საამაყო, უბრალოდ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ყველამ-ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს. ეს არის და ეს“.

ვიქტორ სანიკიძის განმარტებით კი, „უსამშობლოებს პასუხი ყოველთვის გაეცემათ“.

ამასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აბუ-დაბის იზოლატორში დეპუტატები - ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ერთ თვეს გაატარებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა