ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

აქციები 6 იანვარს

ნახვები: 633 აქციები 6 იანვარს

6 იანვარს საპროტესტო აქციები თბილისის გარდა, რეგიონებშიც გაიმართება. თბილისში დაგეგმილია საშობაო მსვლელობა და ალილო.

კერძოდ, 16:00 საათზე აქცია სახელწოდებით, "არა რუსული, ძალადობრივი რეჟიმის დამფინანსებლებს“ დაგეგმილია „ვისოლ ჯგუფის“ სათავო ოფისთან.

19:00 საათზე კი მოთხოვნით - "დღის ეთერი ხალხს!" აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გაიმართება.

19:00 საათზე დაიწყება აქცია პარლამენტთან.

19:00-დან 22:00 საათამდე კი შეგროვდება და დარიგდება საჩუქრები პარლამენტთან.

20:00 საათზე დაიწყება საშობაო მსვლელობა ქაშვეთისკენ სამების საკათედრო ტაძრიდან, ასევე, ჩუღურეთში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიიდან,

საბურთალოზე წმ. კვირიკეს და ივლიტას სამრევლოდან, ვაკის ეკლესიიდან

და მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრიდან.

21:00 საათზე ფერმერების საშობაო ბაზრობა იგეგმება რუსთაველზე

23:59 საათზე კი, რუსთაველის გამზირზე საყოველთაო ალილო შობის ღამეს! გაიმართება.

თბილისის გარდა პროტესტი ასევე გაიმართება შემდეგ ქალაქებში:

17:00 საათზე, ზუგდიდში აქცია "ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს!"

სამხარეო ადმინისტრაციის წინ არის დაგეგმილი

ქუთაისში 19:00 საათზე აქცია "კი ევროპას, არა რუსეთს!" მერიის წინ დაიწყება.

ბათუმში 22:00 საათზე, მოქალაქეები ლოზუნგით "ერთად შევხვდეთ შობას!"საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა