თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა

ირაკლი კუპრაძე - - პრეზიდენტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით ოპოზიციური კოალიციების მხრიდან

ნახვები: 654 ირაკლი კუპრაძე - - პრეზიდენტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით ოპოზიციური კოალიციების მხრიდან

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის მტკიცე ქართველ ხალხთან, ორ მთავარ მოთხოვნაში: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით ოპოზიციური კოალიციების მხრიდან, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში რუტინული ბრძოლა და წინააღმდეგობას გრძელდება.

„საქართველო და საქართველოს მოქალაქეები აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის მტკიცე ქართველ ხალხთან, ორ მთავარ და მნიშვნელოვან მოთხოვნაში: ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ დღეს ივანიშვილის რუსული რეჟიმის ძალადობას გადაურჩა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ლეგიტიმური და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი და ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. ახალი არჩევნების დანიშვნის ერთადერთი შანსი და შესაძლებლობა არსებობს, რომ სწორედ ამ ლეგიტიმური ინსტიტუტიდან დაიწყოს ჩვენს ქვეყანაში გაცოცხლება დემოკრატიისა და თავისუფლების. სალომე ზურაბიშვილი მტკიცედ დგას საკუთარ პოზიციაზე, რომ მხარს დაუჭერს ამ ორ მთავარ მოთხოვნას და არ აპირებს დათმოს ის ლეგიტიმაცია, რაც საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს აქვს შერჩენილი. ჩვენ ვაგრძელებთ რუტინულ ბრძოლას და წინააღმდეგობას როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ეს წინააღმდეგობა იქნება მტკიცე. საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით ოპოზიციური კოალიციების მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა