საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა
ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება
გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა

ზურაბ ჯაფარიძე - ჩვენ ამ პროტესტით და საერთაშორისო მხარდაჭერით მივალთ იქამდე, რომ დაინიშნება ახალი არჩევნები

ნახვები: 692 ზურაბ ჯაფარიძე - ჩვენ ამ პროტესტით და საერთაშორისო მხარდაჭერით მივალთ იქამდე, რომ დაინიშნება ახალი არჩევნები

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტმა პროტესტმა მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მოიტანა.

მისი განმარტებით, ნებისმიერი გარე რეაქცია საქართველოს მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო პარტნიორების არის შედეგი იმ პროტესტის, რომელიც რუსთაველის გამზირზე უკვე 26-ე დღეა მიმდინარეობს.

ჯაფარიძის განცხადებით, თითქმის ორი თვე გავიდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან და „რუსეთის სატელიტი ქვეყნების გარდა არავინ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას“.

„დღეს არის უწყვეტი პროტესტის 26-ე დღე, რომელიც რუსთაველის გამზირზე თავს უყრის ასობით ათას ადამიანს. ამ პროტესტმა უკვე მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, ნებისმიერი გარე რეაქცია, მხარდაჭერა ჩვენი მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო პარტნიორების არის შედეგი სწორედ ამ პროტესტის. ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ დღეს არის 57-ე დღე მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდა. თითქმის 2 თვე გავიდა არჩევნების დღიდან და ამ არჩევნების შედეგებს მხოლოდ აღიარებს რუსეთის სატელიტი რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, როგორიც არის ვენესუელა და ნიკარაგუა. ქვეყნები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მთავარი პოლიტიკური პროცესი არის სწორედ რუსთაველზე. ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს. ყველა ის ადამიანი, ვინც რუსთაველზე, თუნდაც ნახევარი საათით გამოდის, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. საბოლოდ, ჩვენ ამ პროტესტით და საერთაშორისო მხარდაჭერით მივალთ იქამდე, რომ ამ ქვეყანაში დაინიშნება ახალი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლება და ეს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება. ამ ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში, 2030 წლამდე ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ასევე, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ სამშვიდობოს გავიდეთ და საკუთარ შვილებს დავუტოვოთ ქვეყანა, რომელსაც აღარ ექნება ის საფრთხეები, რა საფრთხეებშიც ჩვენმა თაობებმა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში იცხოვრეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა