ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და ნატო-ს მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდას სთხოვს

ნახვები: 650 დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და ნატო-ს მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდას სთხოვს

დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და ნატო-ს მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდა მოსთხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების განცხადებით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს და ომის დაუყოვნებლივ დასრულება სურს. თუმცა, მისი აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ იდეას შეესაბამება.

ამასთან, დონალდ ტრამპი ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის ხარჯების გაორმაგებას და მშპ-ის 5%-მდე გაზრდას სთხოვს, თუმცა გამოცემის წყაროს ცნობით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 3,5%-მდე გაზრდასაც დათანხმდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა