ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ISFED: პრეზიდენტის წინააღმდეგ მადისკრედიტებელ კამპანიაში არაავთენტური ანგარიშები ჩაერთნენ

ნახვები: 640 ISFED: პრეზიდენტის წინააღმდეგ მადისკრედიტებელ კამპანიაში არაავთენტური ანგარიშები ჩაერთნენ

არასამთავრობო ორგანიზაციის, სამართლიანი არჩევნების (ISFED) განცხადებით, ევროპარლამენტის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოსტზე არაავთენტური და საეჭვო ანგარიშები ჩაერთნენ. 

ორგანიზაციის ცნობით, ანგარიშები ზურაბიშვილის მიმართ მადისკრედიტებელი კამპანიისთვისაა განკუთვნილი.

"18 დეკემბერს ევროპარლამენტმა ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტზე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ათასობით კომენტარის შემდეგ, მის მადისკრედიტირებელ კამპანიაში არაავთენტური და საეჭვო, მათ შორის უცხოური ანგარიშები ჩაერთნენ. პროფილების ნაწილი პოსტზე ერთსა და იმავე კომენტარს რამდენჯერმე წერს", - ნათქვამია განცხადებაში.

ISFED-ის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კომენტარების დაწერისკენ Facebook-ის მომხმარებლებს მოუწოდებდა პროევროპული აქციების მადისკრედიტირებელი ფეისბუქჯგუფი "ანტი მაიდანიც", რომელიც პლატფორმიდან არაერთხელ წაიშალა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა