Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

"სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს" - Wolt-ის და Glovo-ს ერთობლივი განცხადება

ნახვები: 579 "სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს" - Wolt-ის და Glovo-ს ერთობლივი განცხადება

პროდუქტების და საკვების მიტანის ბაზრის ორი გლობალური ლიდერი, Wolt- ი და Glovo საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს.

კომპანიები აცხადებენ, რომ "მზად არიან, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროპულ გზაზე".

"2018 წელს ქართული ბაზარზე შესვლის შემდეგ, გლოვო და ვოლტი სიამაყით ვუჭერთ მხარს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ციფრულ ტრანსფორმაციას. ადგილობრივი ბიზნესების, მათ შორის სტარტაპებისა და მეწარმეების პარტნიორობით, ათასობით კურიერის გაძლიერებით და ასობით ათასი მომხმარებლის მომსახურებით, ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს ელექტრონული კომერციის სექტორის სწრაფ განვითარებას და შევქმენით ეკოსისტემა, რომელმაც ახალი ტიპის ბიზნესებისა და მომსახურებების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო, რაც ადრე ბაზარზე არ იყო ხელმისაწვდომი.

როგორც ევროპული კომპანიები, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ისტორიული არჩევანის უზარმაზარ პოტენციალს ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით, რაც ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მომავალს სთავაზობს, და ამიტომ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენი ფიქრები მშვიდობიანი დემონსტრანტებისკენ არის მიმართული, რომლებიც ამ რთულ კრიზისში დაზარალდნენ.

ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპულ გზაზე, დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს გახსნის ახალ შესაძლებლობებს, გააძლიერებს ეკონომიკას და უზრუნველჰყოფს უფრო ნათელ და წარმატებულ მომავალს ყველასთვის", - წერია განცხადებაში, რომელსაც ბიემჯი ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა