ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თბილისში „რეალისა“ და „ბარსელონას“ ფანები მსვლელობას მართავენ

ნახვები: 634 თბილისში „რეალისა“ და „ბარსელონას“ ფანები მსვლელობას მართავენ

ფილარმონიიდან საფეხბურთო კლუბების - “რეალისა” და “ბარსელონას” ფანების ერთობლივი მსვლელობა იმართება. აქციის მონაწილეებს ნაწილობრივ გადაკეტილი აქვთ გზა და მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან.

ისმის შეძახილები: “საქართველოს გაუმარჯოს”.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “თუ რეალი და ბარსა ერთიანდებიან, საქართველოც გაერთიანდება”.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ისინი ითხოვენ ქვეყნის უკეთეს მომავალს, “რომელსაც “ქართული ოცნება” ასე თვალწინ და უტიფრად ართმევს”.

“ქვეყნის სიყვარულს შეუძლია საუკუნოვანი დაპირისპირებული ფანებიც კი გააერთიანოს. ერთად ვდგავართ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ვითხოვთ ქვეყნის უკეთეს მომავალს, რომელსაც “ქართული ოცნება” ასე თვალწინ და უტიფრად გვართმევს”, - განაცხადა აქციის მონაწილე აბელი მაისურაძემ.

ამასთან, აქციის კიდევ ერთი მონაწილის, სალომე წულაიას თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა - ქვეყანაში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები.

დღეს თბილისში კიდევ რამდენიმე აქცია-მსვლელობა იგეგმება. ამ დროისთვის მარჯანიშვილის მოედნიდან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები მსვლელობით უკვე დაიძრნენ.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა