საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა
ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება
გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა

ჯინ შაჰინი - სენატორ რუბიოსთან საქართველოს მიმართ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა განვიხილე

ნახვები: 695 ჯინ შაჰინი - სენატორ რუბიოსთან საქართველოს მიმართ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა განვიხილე

სენატორ რუბიოსთან საქართველოს მიმართ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა განვიხილე, - ამის შესახებ განცხადებას ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებს.

„სენატორ რუბიოსთან დღევანდელმა შეხვედრამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მოგვცა განგვეხილა ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი მრავალი გლობალური გამოწვევა, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის მხრიდან არსებულ ეკონომიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლა, უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერა რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების მოგვარება, კერძოდ სირიის ყოფილი დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის დაცემის შემდეგ“, - აცხადებს ჯინ შაჰინი.

სენატორი აღნიშნავს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილ მარკო რუბიოსთან საქართველოს საკითხზეც ისაუბრა.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა საქართველოს მიმართ, საზღვარგარეთ აშშ-ის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და იმის უზრუნველყოფა, რომ მთელ მსოფლიოში დიპლომატიური თანამდებობები კვალიფიციური კარიერული დიპლომატებით სწრაფად შეივსოს. სენატორი რუბიო და მე ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით, როგორც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები და ამ საკითხების განხილვას მისი თანამდებობაზე დამტკიცების მოსმენაზე მოუთმენლად ველი“, - აღნიშნავს ამერიკელი სენატორი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა