ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ლოიდ ოსტინი - რუსეთმა პუტინის უგუნურებისთვის საოცარი ფასი გადაიხადა

ნახვები: 641 ლოიდ ოსტინი - რუსეთმა პუტინის უგუნურებისთვის საოცარი ფასი გადაიხადა

რუსეთმა პუტინის უგუნურებისთვის საოცარი ფასი გადაიხადა - 2022 წლის თებერვლიდან 200 მილიარდ დოლარზე მეტი გაანიავა და მისმა დანაკარგებმა სულ მცირე 700 000 ჯარისკაცი შეადგინა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის დანაკარგები უკრაინის წინააღმდეგ ომის პირველ წელს უფრო მეტი იყო, ვიდრე დანაკარგები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მის ყველა კონფლიქტში ერთად.

ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფმა უკრაინას 57 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პირდაპირი დახმარება გაუწია.

„საკონტაქტო ჯგუფმა ხელი შეუწყო იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც თავის დასაცავად და რუსული აგრესიის შესაჩერებლად სჭირდება. უკვე 24-ჯერ მოვიწვიე საკონტაქტო ჯგუფი. მისმა სხვა წევრებმა უკრაინისთვის, პირდაპირი დახმარების სახით, 57 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღეს“, - აღნიშნა ოსტინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა