ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მამუკა ხაზარაძე - რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი სამოქალაქო დაპირისპირებამდე

ნახვები: 641 მამუკა ხაზარაძე - რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი სამოქალაქო დაპირისპირებამდე

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე იმ ნაბიჯებს ასახელებს, რომელიც ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ოპოზიციამ უნდა გადადგას და აცხადებს, რომ „უკიდურესად საშიში ვითარება სასწრაფოდ რეაგირებას და მყისიერ მოქმედებას საჭიროებს“.

როგორც ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს, სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს არჩევნებში გამარჯვებული ოთხივე ოპოზიციური კოალიციის ყველა დეპუტატი და დააფუძნოს სახალხო პარლამენტი, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად საშიში ვითარება სასწრაფოდ რეაგირებას და მყისიერ მოქმედებას საჭიროებს!

რუსული სპეცოპერაციით მიტაცებული არჩევნები, ევროკავშირზე უარის თქმა, მოქალაქეების და განსაკუთრებით სამართლიანი პროტესტის არაადამიანური სისასტიკით დარბევა, ქვეყანას მიაქანებს უკიდურესად დიდი საფრთხისკენ!

სულ რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი სრულ სამოქალაქო დაპირისპირებამდე და 90-იან წლებში დაბრუნებამდე! - ამის დაშვება არ შეიძლება, რადგან დავკარგავთ ქვეყანას და თაობებს, დავკარგავთ სახელმწიფოს, რომელიც საბოლოოდ ჩაბარდება რუსეთს, რაც კრემლის და საქართველოში მისი მარიონეტული მთავრობის დიდი ხნის მიზანი და ოცნებაა.

ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საჭიროა: 1. სასწრაფოდ შეიკრიბოს არჩევნებში გამარჯვებული, ოთხივე ოპოზიციური კოალიციის ყველა დეპუტატი და დააფუძნოს სახალხო პარლამენტი, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები! ამ ორგანომ, როგორც გამარჯვებული ხალხის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, პირდაპირ ესაუბროს ევროკავშირს, წარმოადგინოს ქართველი ხალხის ნება და კონსტიტუციური მოთხოვნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით;

მიავლინოს სპეციალური მისია ბრიუსელში, ევროინტეგრაციის პროცესის აღსადგენად და გასაგრძელებლად, რაც რუსეთის მარიონეტმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების და კონსტიტუციის დარღვევით შეწყვიტა! 2. აიღოს პასუხისმგებლობა სამოქალაქო პროტესტების მშვიდობიან მართვაზე, მთავარი მოთხოვნით - დაინიშნოს ახალი არჩევნები! 3. წარმოადგინოს დეტალური სამოქმედო გეგმა, შემდგომი ნაბიჯების განსახორციელებლად.

„ძლიერი საქართველო“, მთელი თავისი რესურსით, მზად არის ქვეყნის მასშტაბით იყოს ამ პროცესის დაგეგმვის და შესრულების ავანგარდში!“ - წერს ხაზარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა