მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

პიკი გადავლილია, სტაბილიზაციის ფაზაში გადავედით-თამარ გაბუნია

ნახვები: 620 პიკი გადავლილია, სტაბილიზაციის ფაზაში გადავედით-თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ომიკრონის" გავრცელების პიკი ქვეყანაში გადალახულია, თუმცა მიმდინარე კვირა ამ შეფასებაში გადამწყვეტი იქნება.

როგორც გაბუნია აცხადებს, თვის ბოლოსთვის შემთხვევების რაოდენობა მოიკლებს.

„დღევანდელი და ამ კვირის მაჩვენებლები უკვე მიუთითებს, რომ „ომიკრონის" პიკი გადავლილია. ჩვენ გადავედით გარკვეულწილად სტაბილიზაციის ფაზაში, თუმცა ეს კვირა მაინც კვირის ბოლომდე იქნება გადამწყვეტი იმისთვის, რომ საბოლოოდ შეგვეძლოს ამ დასკვნის გაკეთება. დღევანდელი მდგომარეობით, მობილიზაცია მაინც მაქსიმალური რჩება. თუმცა, თებერვლის ბოლოსკენ შედარებით შედარებით შემსუბუქდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც და შემთხვევების რაოდენობამაც წესით უნდა მოიკლოს", - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება იზოლაციის ვადებს, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოს იყენებს იმ პროტოკოლს, რომელიც იზოლაციის დღეების შემცირებას გულისხმობს.

„მთელი მსოფლიო და ჩვენც ასევე ვიყენებთ იმ პროტოკოლს, რომელიც ითვალისწინებს იზოლაციის დღეების შემოკლებას. აქ მთავარი ფაქტორი არის ის, რომ პირს არ უნდა ჰქონდეს სიმპტომი. სიმპტომური პირი გადამდები რჩება. შვიდი დღეც არის იმ დაშვებით, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ადამიანი უნდა იყოს სრულიად უსიმპტომო, არ უნდა ჰქონდეს ტემპერატურა და სხვა სიმპტომები. იმ შემთხვევაში, თუ ის მაინც არის გადამდები, ამ გადამდებლობის ხარისხი მცირდება და დაცვა გარანტირებულია ნიღბის გამოყენებით. ამიტომ არის იმ რეკომენდაციაში, რომ შვიდი დღის შემდეგ თუ იზოლაცია დასრულდა, პირმა კიდევ დამატებით ხუთი დღე აუცილებლად უნდა გამოიყენოს ნიღაბი მკაცრად. სხვაგვარად შესაძლოა, იყოს ისევ რისკებთან დაკავშირებული", - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ლაბორატორიული გამოკვლევა იზოლაციის ფაზის დასრულების შემდეგ საჭირო არ არის.

„როდესაც პისიარტესტი ტარდება ლაბორატორიაში, იქ გარკვეულწილად ჩანს, რა ეტაპზეა დაავადების მიმდინარეობა, მაგრამ როდესაც სრულდება იზოლაციის ვადა, შვიდი დღე, პირი არ არის სიმპტომური, მას შეუძლია, მშვიდად დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიანობას და ატაროს ნიღაბი ხუთი დღის განმავლობაში. არც ლაბორატორიული ტესტირება და არც არანაირი ფაზების შეფასება ნამდვილად საჭირო არ არის", - განაცხადა გაბუნიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა