Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

დიმიტრი ხუნდაძე -26 ოქტომბრის არჩევნებს ქვეყნის გარეთ უფრო დიდი ფასი აქვს ვიდრე შიგნით

ნახვები: 577 დიმიტრი ხუნდაძე -26 ოქტომბრის არჩევნებს ქვეყნის გარეთ უფრო დიდი ფასი აქვს ვიდრე შიგნით

არჩევნებზე დამკვირვებლები უმჯობესია საკუთარ დამფინანსებლებს დააკვირდნენ, თუ როგორ იქცევიან თავად და ყველა დაუშვებელი მეთოდით როგორ ერევიან საარჩევნო პროცესში. ოპოზიციური ტელევიზიებიც სიცრუეს სიცრუეზე ავრცელებენ, რომ ამომრჩეველი გააღიზიანონ და შეცდომა დააშვებინონ, - ამის შესახებ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოპოზიციას ჩალის ფასი აქვს.

„ღირსებასთან და მშვიდობასთან ბრძოლას, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ყველა წააგებს. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს ქვეყნის გარეთ უფრო დიდი ფასი აქვს ვიდრე შიგნით, რადგან უდიდესი საფრთხე სწორედ გარედანაა მოსალოდნელი. ოპოზიციას რომ ჩალის ფასი აქვს, სწორედ ამიტომ გარე ძალები უკიდურესად გააქტიურდნენ და აღარაფერს ერიდებიან.

არჩევნებზე დამკვირვებლები უმჯობესია საკუთარ დამფინანსებლებს დააკვირდნენ, თუ როგორ იქცევიან თავად და ყველა დაუშვებელი მეთოდით როგორ ერევიან საარჩევნო პროცესში. ოპოზიციური ტელევიზიებიც სიცრუეს სიცრუეზე ავრცელებენ, რომ ამომრჩეველი გააღიზიანონ და შეცდომა დააშვებინონ, მაგრამ საზოგადოება ყველაფერს ხედავს, ყველას ერთად აკვირდება და სულ უფრო მეტს უადვილდება გადაწყვეტილების მიღება. აქამდე მმართველი გუნდის მოწინააღმდეგეებიც კი დღეს „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს, რადგან ნებისმიერი სხვა არჩევანი სასიცოცხლოდ სახიფათო იქნება“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა