თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საწყენია, რომ საქართველო კვლავ დემოკრატიის საპირისპირო მიმართულებით ეშვება-კრამონი

ნახვები: 654 საწყენია, რომ საქართველო კვლავ დემოკრატიის საპირისპირო მიმართულებით ეშვება-კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე წერს, რომ წუხს იმის გამო, რომ საქართველო დემოკრატიის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს და ავტორიტარული რეჟიმის მქონე მეზობლებს უახლოვდება.

ვიოლა ფონ კრამონი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ დემოკრატის ინდექსის ანგარიშში საქართველოს პოზიციას გამოეხმაურა.

"საწყენია იმის ყურება, რომ საქართველო განაგრძობს დემოკრატიის საპირისპირო მიმართულებით დაშვებას. მოლდოვას, უკრაინას და სომხეთსაც კი უკეთესი მაჩვენებლები აქვთ.

საქართველო ერთ დროს რეგიონში სამაგალითო შემთხვევა იყო, მაგრამ ახლა თავისი ავტორიტარი მეზობლების: რუსეთის, აზერბაიჯანისა და ლუკაშენკოს ბელარუსის მიმართულებით ვარდნას განაგრძობს" - წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, რომ დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველო 2021 წელს 167 ქვეყანას შორის 5.12 ქულით 91-ე ადგილს იკავებდა. ეს ქულა დემოკრატიის ხარისხის კვლევითი ცენტრის - Economist Intelligence Unit-ის შეფასებით ქვეყანის მართვაში დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის ჰიბრიდული რეჟიმზე მეტყველებს.

ინდექსი 5 კატეგორიის 60 კომპონენტით აფასებს ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხს. ეს კატეგორიებია: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, ხელისუფლების საქმიანობა, პოლიტიკური ჩართულობა, დემოკრატიული პოლიტიკის კულტურა და სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა